მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა ოპტიმიზმის სივრცეს არ ტოვებს, ოქტომბერში გერმანელი ინვესტორები მოსალოდნელზე ნაკლებად პესიმისტურები იყვნენ. ამის შესახებ ZEW-ის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ინდექსში წერია. შედეგად გერმანიაში ინდექსი სექტემბერთან შედარებით გაუმჯობესებულია.
ოქტომბერში ZEW-ის ინდექსი მოულოდნელად -61.9-დან -59.2-მდე გაიზარდა.
ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ფასზე დაწესებულმა ჭერმა ბიზნესის განწყობის დასტაბილუობას შეუწყო ხელი. ამავე დროს გერმანიის მთავრობა შინამეურნეობებს, მცირე და საშუალო ბინზესს ერთჯერადად გაზისა საფასურს დაუსიბსიდირებს, ხოლო ფასებზე ლიმიტის დაწესება შემდეგში იგეგმება.
შედარებით გაუმჯობესებული განწყობის მიუხედავად, ZEW-ის პრეზიდენტის აჩიმ ვემბახის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუარესებულია.
ოქტომბერში გამოქვეყნებული მონაცემებით, მთავრობა წელს გერმანიის ეკონომიკის 1.4%-იან ზრდას ელის, მომავალ წელს კი 0.4%-იან შემცირებას. გერმანიის ეკონომიკის რეცესიას პროგნოზირებს 2023 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. IMF-ის განახლებული პროგნოზით, 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდება, მიმდინარე წელს კი 1.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

























