მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები 13%-ით გაძვირდა - საქსტატი

საქართველოში სადაზღვევო პროდუქტები გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში დაზღვევის ჯგუფში ფასების 13%-ით არის გაზრდილი, წლიურ ჭრილში კი ზრდა 8.7%-ია. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ფასების ასეთი მკვეთრი ზრდა 2022 წლის ზაფხულის შემდეგ არ ყოფილა. სადაზღვევო კომპანიებში პოლისების გაძვირების მთავარ მიზეზად სამედიცინო მომსახურებაზე გაზრდილ ფასებს ასახელებენ. მზღვეველების ნაწილი იმასაც აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი სახელმწიფოს მიერ შემოღებული დაფინანსების სისტემა დიარჯიცაა. რა ფაქტორები მოქმედებს ჯანმრთელობის დაზღვევის გაძვირებაზე და როგორ შეიცვალა ფასები ამ მიმართულებით?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები