მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ლარის სტაბილურობა სებ-ს $98 მილიონი დაუჯდა

დოლარი ლარი ფული

ოქტომბერში სავალუტო ინტერვენციების გარდა, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს ვალუტა BMatch პლატფორმითაც მიაწოდა.

სებ-ის დეკემბრის თვის მიმოხილვის თანახმად, ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 2 სავალუტო აუქციონის მეშვეობით 84.9 მლნ დოლარი მიაწოდა, BMatch პლატფორმის წესებზე დაფუძნებული მექანიზმის გამოყენებით კი, ამავე პერიოდში ეროვნული ბანკის წმინდა გაყიდვებმა 13.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, სავალუტო ინტერვენციებით და BMatch მექანიზმით, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 157.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა“, - ნათქვამია სებ-ის თვის მიმოხილვაში.

ლარის კურსის მერყეობის გამო, სექტემბერ-ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ სავალუტო აუქციონებით 149.65 მლნ დოლარი გაყიდა. ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დღემდე ლარის კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები