მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოქტომბერში, საქართველოში სოცდაუცველთა რიცხვი 900-ით შემცირდა

ხალხი

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ოქტომბერში საარსებო შემწეობა ჯამში 708 245 პირმა მიიღო. წინა თვესთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 903-ით შემცირდა.

სოცდაუცველთათვის საარსებო შემწეობის გადახდაზე ოქტომბერში ჯამში 71 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ 246 449 პირი საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა.

საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის პირობების მიხედვით, თუკი არაფორმალურად დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები ჩაერთვებიან დასაქმების პროგრამაში, მათ ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნებენ საარსებო შემწეობას. კერძოდ, ფულადი დახმარების მიმღები ოჯახები/პირები, რომელთა ოჯახიდან მინიმუმ ერთი წევრი მაინც მონაწილეობს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ და ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული ყველა წევრს (არასრულწლოვანი წევრის ჩათვლით) 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაცია და „საარსებო შემწეობის“ მიღების უფლება.

პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით, ჯამში სახელმწიფოს 39 707 სოციალურად დაუცველი ჰყავს დასაქმებული, თითქმის 33 ათასმა სოციალურად დაუცველმა კი საკუთარი სამსახური ლეგალური გახადა. აღსანიშნავია, რომ მთავრობა 2026 წლიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელით ცნობილ პროგრამას აღარ გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები