ოქტომბერში რესტორნებში სადილის ღირებულება წლიურად 3.1%-ით გაიზარდა. ინფლაციის ტემპი პოსტპანდემიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია, თუმცა ფასები ზრდადია და ერთხელ უკვე მომატებული ხარჯი არც სარესტორნე ბიზნესისთვის შემცირებულა და არც სხვა მომხმარებლებისთვის. გაძვირებული მომსახურება სერვისის მიღების მსურველებს და შესაძლებლობის მქონეთა წრეს ამცირებს, რაც ბიზნესზე დადებითად ვერ აისახება.