მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში სასტუმროების ფასი შემცირდა

5bfce6c12e24f
BM.GE
27.11.18 10:36
674
ოქტომბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 139 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი რეგიონებს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში - 174 ლარი დაფიქსირდა. PMCG კვლევის მიხედვით, 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ოქტომბერში 515 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 668 ლარი შეადგინა, აჭარაში - 504 ლარი, კახეთში - 395 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 383 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა სექტემბერში 69 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში გურიაში - 118 ლარი დაფიქსირდა. 

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ოქტომბერში, სექტემბრის თვესთან შედარებით, 0.1%-ით შემცირდა. სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად კახეთში (-1.7%) და იმერეთში (-1.6%) შემცირდა. თბილისში სასტუმროს ფასები 0.8%-ით შემცირდა.

საქართველოს ათ რეგიონს და თბილისს შორის, 2018 წლის ოქტომბერში, სექტემბრის თვესთან შედარებით, სასტუმროს ფასები მხოლოდ გურიაში (2.2%) და აჭარაში (2.3%) გაიზარდა. საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის ოქტომბერში, სექტემბრის თვესთან შედარებით, 0.4%-ით შემცირდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად კახეთში და იმერეთში შემცირდა. ოქტომბერში, სექტემბრის თვესთან შედარებით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ზრდა გურიაში, აჭარაში და სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. თბილისში, აღნიშნული ტიპის სასტუმროების ფასები 0.6%-ით შემცირდა.

საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები ოქტომბერში, სექტემბრის თვესთან შედარებით, 0.3%-ით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად იმერეთში და შიდა ქართლში შემცირდა. საოჯახო ტიპის სასტუმროებში, ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით ფასები გურიაში, მცხეთა-მთიანეთი და აჭარაში გაიზარდა. თბილისში კი აღნიშნული ტიპის სასტუმროების ფასების კლებამ 1.4% შეადგინა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები