2018 წლის ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 28.4 მლნ ლარით გაიზარდა და 426.0 მლნ ლარს გაუტოლდა.
ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის ნოემბერის "თვის მიმოხილვაშია“ ნათქვამი.
„ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 50.5 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული“, - წერია მიმოხილვაში.
სებ-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 56.4 პროცენტს გაუტოლდა.

























