ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 160 ლარი და 10 თეთრი შეადგინა, რაც სექტემბერთან შედარებით 2 ლარით და 80 თეთრით გაზრდილი მაჩვენებელია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი საარსებო მინიმუმი 3 ლარით შემცირდა.
საქსტატის ინფორმაციით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა ოქტომბერში 141,8 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო ოჯახისამ კი 268 ლარი.
რაც შეეხება ოჯახის ტიპებს, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 226 ლარია, სამსულიანის 255, ხოლო ოთხსულიანის კი 283 ლარი. ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 319 ლარით განისაზღვრა. ექვსი და მეტსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 377 ლარით განისაზღვრა.

























