ოქტომბერში 100 000 ლარზე მეტი თვიური შემოსავალი 959 პირმა მიიღო. მათი ჯამური დასაბეგრი შემოსავალი 411.4 მლნ ლარზე მეტი იყო.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით ასეთი მაღალი შემოსავლის მიღება შემოსავლების სამსახურში 155 -ით მეტმა პირმა დაადეკლარირა, რაც წლიურად 19%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ 100 000 ლარი და მეტი დარიცხული ხელფასის სახით მხოლოდ 275-მა პირმა მიიღო, მათი ჯამური სახელფასო ფონდი 117.5 მლნ ლარს აღემატებოდა.
"შემოსავლების სამსახურის" სტატისტიკა ცხადყოფს, რომ კვლავ ძალიან მაღალია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თვიურად 100 ლარს ან ნაკლებ შემოსავალს იღებენ, მათ ჯამში 4 მილიონი დაერიცხათ. სულ ასეთი დაბალი შემოსავალი 81602 პირს უფიქსირდება. ჯამში 280 ათას პირის შემოსავალი კი, ოქტომბერში 600 ლარი ან ნაკლები იყო.
შემოსავლის მიმღებ პირთა შორის ყველაზე მეტი - 359 681 -ია ისეთი პირი, რომელთა თვიური შემოსავალი, 1200 ლარიდან 2400 ლარამდეა.