საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი კვლავ იზრდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოქტომბრიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10 %-ით გაიზრდება.
"ოქტომბრიდან, გაზრდილ ხელფასს, 4 ათასამდე თანამშრომელი მიიღებს. სასწრაფოს ექიმის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, 8 მორიგეობის შემთხვევაში, 2184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის - 2536₾, პარამედიკოსის - 2184₾, მოტომედიკოსის - 2184₾, უმცროსი ექიმის - 1800₾, ექთნის- 1664₾, მძღოლის - 1520₾, დისპეტჩერის - 1392₾, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის - 1648₾, ცვლის უფროსის - 2560₾, ცვლის უფროსის მოადგილის -2128₾, ოპერატორის -1024₾ .
აღსანიშნავია, რომ სახელფასო ანაზღაურება, 2024 წლიდან, დამატებით 10 %-ით, ისევ გაიზრდება.
უკვე გაუმჯობესდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა.
2023 წელს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, მინდელის ქუჩაზე, ახლად გარემონტებულ შენობაში გადავიდა და მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში აგრძელებს", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.