მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბრის ბოლოს "გადახდის უუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაცია " ჩამოყალიბდება

5bb71b20f21c9
BM.GE
05.10.18 12:03
751
ოქტომბრის ბოლოს "გადახდის უუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაცია " ჩამოყალიბდება. VBAT-ის პარტნიორის ნანა ამისულაშვილის თქმით, პროფესიული ასოციაციაში არა მხოლდო იურისტები არამედ ფინანსისტები და სხვა პროფესიის ის მენეჯერები გაერთაინდებიან, რომლებიც გადახდის უუნარობის სქემებზე მუშაობენ.

"მოსამზადებული სამუშაოები დაწყებულია და ოქტომბრის ბოლოს ასოციაციის პრეზენტაცია იქნება. პრაქტიკულად ვაფუძნებთ ახალ პროფესია, რომელიც ხელს პრაქტიკისა და კანონის განვითარებას შეუწყობს"- განაცხადა "საქმიანი დილას" ეთერში სტუმრობისას VBAT-ის პარტნიორმა. ნანა ამისულაშვილის თქმით, რომელიც გადახდიის უნარობის კანონპროექტზეც მუშაობდა სრულად ახლიდან დაწერილი პროექტი სამუშაო ჯგუფიდან გასულია და მის დამტკიცებმადე რამდენიმე ეტაპი რჩება, მათ შორის მთავრობისათვის მისი წარდგენა და შემდე საპარლამენტო განხილვები.

გადახდის უუნარობის შესახებ კანონზე მუშაობა 2015 წლიდან დაიწყო. ახალი პროექტი არსებულის ჩასწორება არ არის და ის სრულად ახლიდან დაიწერა. როგორც ნანა ამისულაშვილი ამბობს, პროექტი გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის კანონის მოდელების შესწავლისა და გაანალიზების შემდეგ ქართულ რეალობას მოერგო. " ახალი ინსტიტუტი, ახალი პროეცედურა ემატება პროექტის მიხედვით კანონს. აქამდე პროცედურებში გვქონდა მხოლოდ რებილიტაცია და გაკოტრება, ახლა ემატება მესამე პროცედურა ეს არის რეგულირებული შეთანხმება, რომელცი თანამედროვე მსოფლიოს ტრენდია. რეგულირებული შეთანხმება საშუალებას იძლევა პროცედურა იყოს უფრო გამარტივებული და პრობლემა მოვალესა და კრედიტორსშორის ნაკლები წნეხის ქვეშ მოვარდეს."- ამბობს ნანა ამისულაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები