კანის ლომების შემოქმედებითი ფესტივალზე წელს საქართველომ წარმატებით იასპარეზა. კანის ლომებზე საასპარეზოდ, საქართველოდან 6 გუნდი გაემგზავრა. საქართველომ ორ კატეგორიაში გამარჯვება შეძლო და ერთი "გრან პრი"-ც მოიპოვა.
გუნდები საქართველოდან და კატეგორიები, შემდეგნაირად ნაწილდება:
- Marketer Team - ანა ნაცვლიშვილი, თეკლა გამცემლიძე Digital Team - გიორგი ჟუჟიაშვილი, ნინო ნადარაია;
- Film Team - ანა თედიაშვილი, მარიტა ყაველაშვილი;
- Print Team - მარიამ ბეროძე, Dave;
- PR Team - ნინო თოთლაძე, ლანა ბაჩალიაშვილი Design Team - ლუკა ივანიძე, ლუკა მოსიაშვილი;
მონაწილეებს დავალების მიღებიდან 24 საათი ჰქონდათ, რომ საუკეთესო პროექტი მოემზადებინათ და წარედგინათ ჟიურისთვის. ქართველებმა ორ კატეგორიაში მოიპოვეს გამარჯვება. Film-ში ანა თედიაშვილმა და მარიტა ყაველაშვილმა, ხოლო PR-ში ნინო თოთლაძემ და ლანა ბაჩალიაშვილმა პირველობა არავის დაუთმეს და 69 ქვეყანას შორის მესამე ადგილი დაიკავეს.
გარდა ამისა, ქართულმა სააგენტომ Metro Production-მა მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა, გაიმარჯვა რა Grand Prix for Good Lion Award-ზე. ეს არის ფესტივალის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, რომელიც აღნიშნავს მათი ნამუშევრის განსაკუთრებულ ხარისხს.
მათი გამარჯვებული ნამუშევრის კრეატიული კონცეფცია შემუშავებული იყო გერმანული სააგენტოს, Inocean Berlin-ის მიერ, ხოლო Metro Production-მა უზრუნველყო მისი შესრულება. დამატებით, ფესტივალზე Future Lions-ის კონკურსში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა საქართველომ.
ქართველმა მონაწილემ ანანო გაბუნიამ ბრაზილიელ პარტნიორთან ერთად ამ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა, რაც ხაზს უსვამს ქართული შემოქმედების გლობალურ მასშტაბებსა და ტალანტს.
კანის ლომების შემოქმედებითი ფესტივალი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ტარდება და აღნიშნავს შემოქმედებით ინდუსტრიაში უმაღლეს მიღწევებს.
თავდაპირველად, ის ფილმის ფესტივალის ნაწილი იყო, თუმცა შემდეგ დამოუკიდებელი ღონისძიება გახდა და გამოარჩევს ინოვაციურ ნამუშევრებს მარკეტინგში, რეკლამაში, პიარში და ბრენდინგში. ფესტივალი მოიცავს სხვადასხვა კონკურსს, მათ შორის ახალგაზრდა ლომების კონკურსს.


























