მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორ წელში 585 მლნ სახელმწიფო გრანტი გაიცა - უმეტეს შემთხვევაში მათი მიზანი და ეფექტიანობა ბუნდოვანია

6118dc7487ec8
სალომე მეცხვარიშვილი
15.08.21 13:13
3318
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სახელმწიფოს მიერ 2017−2019 წლებში გაცემული გრანტების ეფექტიანობის სისტემური აუდიტი ჩაატარა. პროცესში სულ შემოწმებულია 8 ორგანიზაცია: სსიპ − რუსთაველის ფონდი, ახალგაზრდობის სააგენტო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო(2 პროგრამა: ქართული ჩაი და დანერგე მომავალი”, აწარმოე საქართველოში, განათლების საერთაშორისო ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

აუდიტის სამსახურის მიხედვით, გამოკვლეული პერიოდის განმავლობაში აღნიშულ სსიპ-ებში გრანტის სახით სახელმწიფოს მხრიდან გაცემულია სულ 585 მილიონი ლარის გრანტი, კონკრეტულად:

• სოფლის მეურნეობა − 366,345,000 ლარით;
• განათლება − 122,378,000 ლარით;
• „აწარმოე საქართველოში“ − 90,352,000 ლარით;
• ინოვაციები და სტარტაპები − 6,552,000 ლარით.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოკვეული ორგნიზაციებიდან უმეტეს შემთხვევაში, სამოქმედო გეგმებით დაფინანსებული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები ზოგადი ხასიათისაა, რაც არ იძლევა გრანტის გაცემის მიზნების მიღწევის სათანადო გაზომვისა და შეფასების საშუალებას. აღნიშული ნაკლოვანება 8 ორგანიზაციიდან 6-ის შემთვევაში გამოვლინდა.

“შემოწმებული 8 ორგანიზაციიდან 6-ის მიერ განსაზღვრული გრანტის გაცემის მიზნები ზოგადი ხასიათისაა, არ არის ან არასათანადოდაა განსაზღვრული შედეგების შეფასების ინდიკატორები, რაც არ იძლევა შესაძლებლობას გაანალიზდეს, კონკრეტულად რა მოცულობით და როგორი ხარისხით შეუწყო ხელი 2017−2019 წლებში გრანტის სახით დახარჯულმა საბიუჯეტო სახსრებმა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2017−2020 წლებისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით8 გათვალისწინებული მიზნების მიღწევას”, -ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

სახელმწფო უდიტის სამსახური რეკომენდაციას აძლევს უწყებებს, რომ საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვისა და მიღწეული შედეგების მაქსიმალურად უზრუნველყოფისათვის, ორგანიზაციებმა მკაფიოდ განსაზღვრონ მიზნები, მათ მისაღწევად საჭირო აქტივობები და შედეგების გაზომვის შესაფერისი ინდიკატორები, რაც იძლევა საშუალებას, შეფასდეს პროდუქტიულობა და მიღებული შედეგის ეფექტიანობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები