2024 წლის შემოდგომიდან საქართველოში ERP ს - საწარმოთა მართვის სისტემების ბაზარზე ახალი ეტაპი იწყება. პირველად საქართველოში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ გამოიყენონ Oracle NetSuite ERP, სრულად ღრუბლოვან True Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ERP სისტემა, რომლის ხელმისაწვდომობა ფინანსურო მომსახურბის კომპანია - iCFO-ს საშუალებით გახდა შესაძლებელი.
Oracle NetSuite ERP არის საწარმოთა მართვის ინოვაციური გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე მხოლოდ საერთაშორისო მსხვილი კომპანიენისთვის იყო ხელმისაწვდომი.
დღეს, iCFO ხელმისაწვდომს ხდის Oracle NetSuite ERP ს გამოყენებას - საშუალო და მსხვილი, ზრდაზე ორიენტირებული კომპანიებისთვის.
iCFO არის Oracle NetSuite ERP-ის ოფიციალური პარტნიორი - საქართველოში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. როგორც ქართული საკონსულტაციო კომპანია,
iCFO ორიენტირებულია ბიზნესის საოპერაციო და ფინანსური მართვის ეფექტურობაზე საწარმოთა ბიზნეს პროცესების გაციფრულების გზით, შესაბამისად უზრუნველყოფს
Oracle NetSuite ERP-ის კომპანიების საჭიროებებზე მორგებულ დანერგვის პროცესს.
iCFO-ს მმართველი პარტნიორი - ალექსანდრე მჭედლიშვილია რომელსაც კომპანიების საოპერაციო, ფინანსური ეფექტურობის მართვის და ERP ის - საწარმოთა მართვის სისტემების დანერგვის 20 წელზე მეტი გამოცდულება გააჩნია.
რატომ Oracle NetSuite ERP?
- True Cloud - ღრუბლოვანი გადაწყვეტილება: არ საჭიროებს ფიზიკურ ინფრასტრუქტურას, გაგრილებას, მაღალკვალიფიციური მონაცემთა ბაზის სისტემური ადმინისტრატორის მხარდაჭერას და სხვა რაიმე სახის მომსახურებას.
- მოდულური არქიტექტურა: საშუალებას გაძლევთ დანერგოთ და გამოიყენოთ მხოლოდ ის მოდული რაც კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად გჭირდებათ. შემდგომ, საჭიროებისამებრ დაამატოთ სხვა საოპერაციო მართვის, ფინანსური თუ მენეჯერული ანგარიშგების მოდულები.
- სისტემის ღირებულება: ვინაიდან Oracle-მა NetSuite ERP შექმნა როგორც საშუალო და მცირე კომპანიებზე მორგებული გადაწყვეტილება, მისი ღირებულება ბაზარზე არსებულ სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ანალოგებთან შედარებით ძალიან კონკურენტულია.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა გამოიყენოს Oracle NetSuite ის ეკოსისტემის გარშემო საერთაშორისო პრაქტიკით და გამოცდილებით შექმნილი გადაწყვეტილებები, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ბიზნეს ამოცანებისთვის პროგრამების თავიდან შექმნის საჭიროებას.
iCFO მიზნად ისახავს ქართულ კომპანიებს შესთავაზოს სრულყოფილი, მათ საჭიროებებზე მორგებული ERP - კომპანიების მართვის სისტემა, რომელიც ერთი გარემოდან ფარავს როგორც CRM ს, საოპერაციო, ფინანსური მართვისთვის და ანგარიშგებისთვის საჭირო ყველა ამოცანას. სისტემას გააჩნია rs.ge ს თან და ბანკებთან ლოკალიზების შესაძლებლობა.
iCFO ს კონკურენტული უპირატესობა: კომპანიის ამოცანაა - დამკვეთი კომპანიების საოპერაციო და ფინანსური ეფექტურობის ზრდა მსოფლიოში საუკეთესო ინსტრუმენტის - Oracle NetSuite ს საშუალებით, ყოველგვარი IT ინფრასტრუქტურული თუ პროფესიული მოთხოვნების გარეშე.
გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი ინტერესი, უსასყიდლო კონსულტაციისთვის
აირჩიოთ თქვენთვის მისაღები თარიღი და დრო. ან დაგვიკავშირდით www.icfo.ge ს საშუალებით.
ჩვენ სიამოვნებით გაგაცნობთ სისტემის შესაძლებლობებს, რომელიც ზუსტად მოერგება თქვენი კომპანიის საჭიროებებს.
iCFO ს სიახლეების გამოსაწერად გამოგვყევით iCFO ს LinkedIn ის გვერდზე.

























