მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა

5d9345b048c39
BM.GE
01.10.19 16:24
1199
ორბელიანის მოედანზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა. ახალი წესი 200-ზე მეტ საპარკინგე ადგილს შეეხო.

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა თბილისის მერიის სატრანსპორტო რეფორმის ნაწილია, რომელიც სატრანსპორტო სისტემის განვითარებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას, ქალაქის საცობებისგან განტვირთვასა და ჰაერის დაბინძურების შემცირებას ისახავს მიზნად. შემოსული თანხა მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას მოხმარდება.

„დღის განმავლობაში ყველა სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია ოთხჯერ, 15 წუთის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე ისარგებლოს უფასო პარკინგით, შემდეგ კი დგომა ფასიანია. იმ ზონებში, სადაც ეს სისტემა უკვე ამოქმედდა, პარკირების საფასური საათში ერთი ლარია.

გადახდა შესაძლებელია სწრაფი აპარატების, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ტარიფები, რომელიც საკრებულომ დაადგინა, დიფერენცირებულია: ერთი, ორი და სამი ლარი. იმის მიხედვით, თუ საათობრივი პარკირების რა ზონა იქნება გადახდის დროს მითითებული, კონკრეტული ტარიფი მიენიჭება“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ

უფასო პარკირებით სარგებლობა შშმ პირებს, ელექტრომობილების მფლობელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლიათ. ამისათვის კი მათ, რეგისტრაცია ვებგვერდზე ან ორბელიანის მოედანზე განთავსებულ სპეციალურ ჯიხურში უნდა გაიარონ.

„ელექტრომანქანებისთვის ამ მიწისქვეშა სადგომზე პარკირების სპეციალური ადგილებია, სადაც სხვებს დგომის უფლება არ აქვთ . დაყენებულია ელექტროდამტენებიც. პირველ რიგში ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას მოვემსახურებით, რათა ინფორმაცია მივაწოდოთ, მათი სატრანსპორტო საშუალებები დავარეგისტრიროთ და უფასოდ პარკირების სისტემაში დავამატოთ“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემის საპილოტე პროექტი პირველად კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მის მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები