მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი 11 მილიონის დამატებას ითხოვს

5b55a727a0166
თამუნა დემეტრაშვილი
23.07.18 14:00
1075
ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ,,თბილისის განვითარების ფონდი“ დამატებით, 11 მილიონ ლარზე გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვს.

ფონდში აცხადებენ, რომ 52 მილიონი ლარი, რომელიც გასულ წელს პროექტისთვის გამოიყო, საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან შენობების მდგომარეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წინასწარი შეფასებით ჩანდა. განაცხადში, რომელითაც ფონდმა შესყიდვების სამსახურს მიმართა აღნიშნულია, რომ პრობლემები შეიქმნა, როგორ მიწისქვეშა გაყვანილობების, ასევე გრუნტისა და შენობების მდგრადობის კუთხით. თვითნებური ჩამოშლის გამო, რამდენიმე ისტორიული შენობის დემონტაჟი გახდა საჭირო, რამაც დამატებითი პროექტირების აუცილებლობა გამოიწვია. გარდა ამისა, რამდენიმე სადარბაზოში გამოვლინდა ისტორიული მოხატულობა, რომელთა შენარჩუნებაც დამატებით სამუშაოებს საჭიროებს.

შეგახსენებთ, რომ ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და 52 მილიონიანი პროექტი, ასევე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კომპანია ,,ინ სი“-ს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები