მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ორი 10-სართულიანი შენობა ეკონომიკის სამინისტროსთვის“- რა დარჩება ბიზნესსახლის კონსტრუქციისგან?

BM.GE
14.02.23 19:25
224
ორთაჭალაში ეკონომიკის სამინისტროსთვის ორი 10 სართულიანი შენობის აშენება და ბიზნეს სახლისთვის გათვლილი კონსტრუქციის ნაწილობრივი დემონტაჟი იგეგმება. ინფორმაცია BM.GE-ს სამინისტროს ახალი შენობის პროექტზე მომუშავე კომპანიის დირექტორმა გიორგი ჭყონიამ დაუდასტურა. როგორც ჭყონია ამბობს, პროექტის პირველი ეტაპის, რომელიც ესკიზების მომზადებას მოიაზრებდა, მასალები სამინისტროს ჩააბარეს, თუმცა პროექტში შესული ცვლილებების გამო პროექტის დასრულება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რის გამოც “შპს მიდამოს” ყოველდღიურად ჯარიმა ეკისრება. რა ეტაპზეა ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობის პროექტი და რა იყო მიზეზი, რის გამოც კონტრაქტორმა კომპანიამ შესაბამისი პროექტი დადგენილ ვადებში ვერ მოამზადა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები