მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ორი ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი AbbVie და Capstone Therapeutics-ი ერთიანდება

abbvie
BM. GE
04.07.25 22:48
359

გავლენიანმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია AbbVie გენურ თერაპიაზე მომუშავე ბიოტექნოლოგიური კომპანიის, Capstone Therapeutics-ის შეძენას დათანხმდა.

$21-მილიარდიანი გარიგება მიზნად ისახავს AbbVie-ს შესაძლებლობების გაძლიერებას გენური მედიცინის მიმართულებით. როგორც ჩანს, კომპანიას სურს, გახდეს იშვიათ დაავადებათა მკურნალობის მთავარი ფლაგმანი.

თავად კომპანია Capstan-მა რეპუტაცია გენური მოდიფიკაციის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მოიპოვა. კომპანიის მიერ ჩატარებული თითქმის ყველა კლინიკურმა გამოცდამ დამაიმედებელი შედეგი დადო. ორი კომპანიის გაერთიანება 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

AbbVie-ს ხელმძღვანელების შეფასებით, Capstone-ის ტექნოლოგიების არსებულ სისტემასთან ინტეგრირება საგრძნობლად დააჩქარებს რევოლუციური სამკურნალო თერაპიების შექმნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები