მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ორი ბანკი საფინანსო ბაზარზე ჰეგემონიას დაამყარებს, მომხმარებელს კი ალტერნატიული არჩევანი არ დარჩება"

57d6895a60591
BM.GE
12.09.16 14:52
5289
"თიბისი ბანკს და საქართველოს ბანკს საფინანსო ბაზარზე ჰეგემონია ექნებათ დამყარებული, რაც მომხმარებელზე ნეგატიურად აისახება", - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა დავით კიკვიძემ განუცხადა. მისი შეფასებით, თიბისი ბანკის მიერ ბანკი რესპუბლიკას შესყიდვით კონკურენცია მკვეთრად შემცირდება.

"საბანკო სექტორზე აღნიშნული გარიგება არც თუ ისე დადებითად აისახება. აქამდე თუ რამდენიმე მსხვილი მოთამაშე გვყავდა, ამ ეტაპზე ორი გიგანტი გვეყოლება, რომელთან მიახლოვებას სხვა ფინანსური ინსტიტუტები შორეულ პერსპექტივაშიც ვერ შეძლებენ. ეს აისახება მომხმარებელზეც, კონკურენცია მკვეთრად შემცირდება და ორ ბანკს - თიბისის და საქართველოს ბანკს საფინანსო ბაზარზე ჰეგემონია ექნებათ დამყარებული, მომხმარებელს კი ალტერნატიული არჩევანი, თუ ვისთან შეიძლება საბანკო პროდუქტებით ისარგებლონ, არ დარჩება.

ჰუალინგს, რომ შეეძინა ბანკი რესპუბლიკა ეს დადებითი სურათი იქნებოდა, მესამე მსხვილი ბანკი გამოჩნდებოდა ბაზარზე, რაც კონკურენციის გაზრდას მოახდენდა, რაც ბევრად უფრო სასარგებლო პროდუქტების შეთავაზებით დასრულდებოდა, თუმცა სამწუხაროდ, ეს გარიგება არ შედგება“, - აცხადებს კიკვიძე. მისივე თქმით, თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი თანამბრად მსხვილი ბანკები იქნება მათ აქტივებს შორის სხვაობა მინიმალური იქნება.

კიკვიძე ამბობს, რომ აღნიშნული გარიგება ადრეც იგეგმებოდა, თუმცა მაშინ ის ეროვნულმა ბანკმა რისკების გაანალიზების საფუძველზე ჩაშალა.

"ეროვნული ბანკის დღევანდელი განცხადება არ ასახავს რეალობას და არ სცემს არცერთ კითხვას პასუხს, თუ რატომ მოხდა გარიგება და რამდენი ხანია რაც ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს“, - ამბობს კიკვიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები