„ხაზგასმით ვიტყვი, რომ ანაკლიის პორტის განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ, მთლიანად რეგიონისთვის განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის მქონე პორტი“,- აცხადებს ლოჯისტიკური კომპანია Silk Logistics Group“-ის ხელმძღვანელი - ზურა კვარაცხელია, გადაცემა „ანალიტიკაში“.
კვარაცხელიას განცხადებით, ანაკლიის პორტი არის პირდაპირი დერეფანი, და დამაკავშირებელი აზიასთან.
კვარაცხელია აღნიშნავს იმასაც, რომ თუკი ფოთში რაიმე აქტივობა იქნება, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საზღვაო ტრანსპორტირებისათვის, თუმცა, მისივე შეფასებით, ორი ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა პრინციპულად მიუღებელია. კვარაცხელიას აზრით, სრული დატვირთვა, ანაკლიის პორტზე უნდა წამოვიდეს.
„რაც შეეხება ფოთს, ის თავისი ტერიტორიული ერთეულიდან გამომდინარე, ვერ აუვა, იმ რესურსს, რა დატვირთვაც შეიძლება მიიღოს. ანაკლიის პორტის პერსპექტივა კი შესაძლებელია დავინახოთ იმ შემთხვევაში, თუ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მხრიდან, შესაბამისად ინვესტორის მხრიდან, თანაბრად იქნება აღებული“ - განაცხადა კვარახცელიამ.

























