მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორი თვე წვიმდა, საზამთროს მცირე მოსავალი გვაქვს - კახელი ფერმერი გამოწვევებზე

64b282207fa9d
მარიამ იზორია
15.07.23 22:00
1235

შემცირებული მოსავალი და რეალიზაციის სირთულე - ეს ის პრობლემებია, რაზეც კახელი საზამთროს მწარმოებელი ფერმერები საუბრობენ.

ფერმერი გია ბიჩიტაშვილი, რომელსაც საზამთრო ყვარელში მოჰყავს, bm.ge-სთან ყვება, რომ საზამთროს გასაყიდად თბილისში ჩამოსვლა უწევთ, ამის მიუხედავად, კი დახლები მაინც არ იცლება. მისივე თქმით, სირთულეს წარმოადგენს იმპორტირებული პროდუქტიც, რადგან მას შედარებით დაბალი ფასი აქვს.

“წელს მოსავალი შემცირებულია. თითქმის ორი თვის განმავლობაში წვიმდა, წყალი ჩადგა ნაკვეთებში და მოსავალი თითქმის არ მოვიდა. იმის მიუხედავად, რომ მცირე მოსავალი გვაქვს, რეალიზაციის პრობლემა მაინც არის. გაყიდვის მიზნით თბილისში ჩამოსვლა გვიწევს. სამი დღის განმავლობაში ვცდილობთ პროდუქტის გაყიდვას და ნელი ტემპით იყიდება. იმედი გვაქვს, გამოსწორდება ეს სიტუაცია.

საზამთროს გასაყიდად თბილისში წამოღება არ უნდა გვიწევდეს, რადგან სანამ აქ ვართ, დარჩენილი მოსავალი ბაღში გვიფუჭდება, იძულებული ვართ შემდეგ გადავყაროთ. თუ ასე გაგრძელდა და არ გაიყიდა, მოყვანას თავს დავანებებთ. რაც მოკრეფილი გვაქვს, იმას ვერ ვყიდით და დამატებით მოსავლის აღებას აზრი ეკარგება” - ამბობს გიორგი ბიჩიტაშვილი.

ინფორმაციისთვის: 2023 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში საქართველოში საზამთროს იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მიხედვით, იანვარ-მაისში ქვეყანაში საზამთროს იმპორტის ღირებულება 90.7%-ით 849.7 ათას დოლარამდე, მოცულობა კი 0.6%-ით 2 811 ტონამდეა გაზრდილი. წინა წლის მსგავსად, 2023 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში საქართველოში საზამთროს იმპორტი სამი ქვეყნიდან ირანიდან, თურქეთიდან და ნიდერლანდებიდან ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები