"ორი წლის წინ რომ გვქონოდა მთავრობასთან ურთიერთობის ისეთი პლატფორმები, როგორიც დღეს გვაქვს, ლუდზე აქციზის გაზრდა ამ ფორმით არ მოხდებოდა", - ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს“ კომპანია ნატახტარის კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დღეს ბიზნესს ხელისფლებასთან კომუნიკაციისთვის 4 პლატფორმა აქვს, ორი წლის წინ კი არცერთი არსებობდა.
როგორც ხუნძაკიშვილი განმარტავს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა ასოციაციების წარმომადგენლების ესწრებოდნენ, ევროკვშირთან DCFTA-ით გათვალისწინებული ცვლილებების განხილვა მოხდა.
"ჩვენ გავქვს რამოდენიმე პლატფორმა და გუშინ ჩემს გამოსვლაში ვიხუმრე კიდეც, რომ ორი წლის წინ რომ გვქონოდა ეს პლატფორმა, აქციზის გაზრდა ამ ფორმით არ მოხდებოდა, ამაზე ყველამ გაიცინა და დამეთანხმა. მაშინ არ გვქონდა ესეთი ინტერაქტიული ურთიერთობა, ფორმალური სახით.
შეხვედრაზე კონკრეტიკა და პრობლემატური საკითხები განხილული არ იყო, თუმცა ითქვა, რომ ის სიკეთე რაც შესაძლოა, რომ DCFTA-სგან მოდიოდეს, უფრო აქტიურად და კარგად უნდა მივიტანოთ მოსახლეობამდე", - ამბობს ხუნძაკიშვილი.
რაც შეეხება კითხვას, მიუხედავად მის მიერ აღნიშნული დადებითი ფაქტორებისა, თუ რატომ მცირდება ექსპორტი ევროკავშირთან, ხუნძაკშვილი ფაქტს გლობალური ეკონომიკური პრობლემებით ხსნის.
"95%-იანი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებში რა ღონისძიებებიც არის დაგეგმილი, მისი შესრულება ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ყველა საკითხი გადავწყვიტოთ რომ ჩვენი პროდუქცია იყოს თავსებადი ევროკავშირის ბაზართან და ქართული ბიზნესი კონკურენტუნარიანი იყოს ევროკავშირის ბაზარზე. კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა სწორედ ესეთი მექანიზმებით ხდება.
ფუნდამენტური საკითხი რომელიც ბიზნესს ექსპორტში შეუშლიდა ხელს არ მომხდარა, გარდა ვალუტების დევალვაციისა და ეკონომიკური კრიზისისა. ეს ყველაფერი დროშია გაწერილი და ვერ შევძლებთ ისეთ სფეროში შევიდეთ ექსპირტში სადაც გამოცდილება არ გვაქვს, ესაა პროცესი და მას დრო სჭირდება. ეს პროცესი დაწყებულია. ორი წლის წინ, ჩვენ არანაირი მექანიზმი არ გვქონდა, დღეს კი გვაქვს. ამ ტიპის პროექტების განხილვას პრემიერები როგორც წესი არ ესწრებიან, ეხლა კი იმდენად მაღალია ჩართულობის სურვილი რომ საათნახევრის განმავლობაში პრემიერი ბიზნესის ნაწილს უსმენდა", - ამბობს ხუნძაკიშვილი.

























