დეველოპერულმა კომპანიამ „ორიგამი ჰოლდინგი“ (Origami Holding) ოფიციალურად გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება „Ambassadori Island Batumi“-სთან. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, კომპანია Ambassadori Batumi Island-ზე 200 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ახალ, მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. ეს საინვესტიციო პაკეტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმის ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ წინსვლაში. პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ურბანულ განვითარებას და აჭარის რეგიონის, როგორც საერთაშორისო ტურისტული და ბიზნესცენტრის, პოზიციონირების გაძლიერებას - წარმატებებს ვუსურვებ რაულ კაიტამბა და ასტამურ ჩაზმავას გუნდს, ანუ ორიგამი ჰოლდინგს.


































