მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ორსართულიანი მატარებელი აჭარის მიმართულებით რეისებს დღეში ორჯერ შეასრულებს

5795db1a5f117
BM.GE
25.07.16 13:17
11744
დღეს, 9:10 საათზე შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის უმაღლესი სტანდარტის ელექტრომატარებელი პირველ მგზავრებთან ერთად შავი ზღვის კურორტებისაკენ დაიძრა.
საქართველოს რკინიგზის ცნობით, ახალი, ორსართულიანი მატარებელი გაჩერებების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტებზე - ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება. ორივე მიმართულებით დღეში ორი რეისი შესრულდება:
თბილისი (9:10) - ბათუმი (14:09),

თბილისი (18:20) - ბათუმი (23:19).

ასევე ორი რეისია ბათუმიდან თბილისის მიმართულებით:

ბათუმი (7:35) - თბილისი (12:30),
ბათუმი (17:05) - თბილისი (22:00).

ახალ მატარებელზე მგზავრობის საფასური დარჩა იგივე: მეორე კლასი - 23 ლარი, პირველი კლასი - 40 ლარი, ბიზნეს კლასი - 55 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები