მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორშაბათს ვერ მივაღწიეთ შეთანხმება სანქციებზე, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ ამაზე შემდგომში - კაია კალასი

კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ამბობს, რომ გაგრძელდება განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით, თუ კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი მთავრობაზე ზეწოლისთვის.

მან ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან თქვა, რომ მართალია ორშაბათს სანქციებზე შეთანხმება ვერ მოხდა, მაგრამ ამაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

"საქართველოსთან დაკავშირებით რა თქმა უნდა შეგვიძლია განვიხილოთ და განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ რეალური ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე, რათა არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ, არ განახორციელოს ზეწოლა ოპოზიციაზე და გავაგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან.

ორშაბათს განვიხილეთ და ვერ მივაღწიეთ შეთანხმება სანქციების ნაწილზე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამაზე შემდგომში",- განაცხადა კაია კალასმა.

ცნობისთვის, დღეს, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ლიდერები სავარაუდოდ საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. საქართველო საგარეო საკითხების მიმართულებითაა დღის წესრიგში მოხსენიებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები