მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობამ ქარის ელექტროსადგურების კომპანია Orsted-ს თითქმის დასრულებული პროექტის შეწყვეტა დაავალა, კომპანიის აქციები მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, სავაჭრო სესია Orsted-მა 16.7%-ით გაიაფებული აქციებით დაასრულა, რაც კომპანიისთვის ანტირეკორდია.
საქმე ისაა, რომ პარასკევს, გვიან ღამით, აშშ-ის ოკეანის ენერგეტიკის მენეჯმენტის ბიურომ როდ-აილენდზე მიმდინარე "რევოლუციური" ქარის პროექტის მშენებლობის შეწყვეტის ბრძანება გამოსცა. Orsted-ის თანახმად, პროექტი 80%-ით უკვე დასრულებული იყო და ქარის 65 ტურბინიდან 45 - უკვე დამონტაჟებული.
კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ დაემორჩილება მთავრობის ბრძანებას, თუმცა განიხილავს სხვა შესაძლებლობებს და სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების გზებს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მთავრობის ეს გადაწყვეტილება Orsted-სთვის კრიტიკულ პერიოდს მოჰყვა: კომპანია ცდილობს, გეგმებისთვის, რომლებიც ახლა მწვავე წნეხის ქვეშ მოექცნენ, საჭირო კაპიტალი მოიზიდოს. Orsted-მა გასულ თვეში 60 მილიარდი დანიური კრონის ოფერტი დააანონსა, მიმდინარე კვირაში კი დაადასტურა, რომ დივიდენდებს კვლავ გამოსცემდა, რასაც კომპანიის უმსხვილესი აქციონერი, დანიის სახელმწიფო მხარს უჭერს. ოფერტის დადასტურების შემდეგ კომპანიის აქციები მკვეთრად დაეცა.




























