საქართველოს პარლამენტმა 72 ხმით ერთის წინააღმდეგ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.
საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, სავალან მირზოევმა წარადგინა.
ცვლილების თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფულადი დახმარება.























