მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოშპიტელი-გუდამაყრის გზაზე კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა - 22 სოფელი გარე სამყაროს მოწყდა

605a16256c442
თამთა ჯიჯავაძე
23.03.21 20:14
601
გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, უხვი ნალექის გამო კლდოვანი ფერდობი ჩამოიშალა. ამის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია იტყობინება.

ფერდობის ჩამოშლის გამო, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 22 სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა, კვლავ არსებობს კლდოვანი ფერდობის ჩამოშლის საშიშროება, ამიტომ გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე არ დაწყებულა.

მუნიციპალიტეტმა შესაბამისი რეკომენდაციებისთვის საინჟინრო გეოლოგიური კვლევისა და რისკების შეფასების სააგენტოს, ასევე, სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა.

გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი სპეციალისტების მიერ საკითხის შესწავლის და რეკომენდაციების გაცემის შემდგომ ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები