მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოსკაროსანი კინორეჟისორის მაჯის საათი აუქციონზე რეკორდულ $10 მილიონად გაიყიდა

კოპოლა

ოსკაროსანი კინორეჟისორის, ფრენსის ფორდ კოპოლას უნიკალური F.P Journe-ის ბრენდის შვეიცარიული მაჯის საათი ნიუ-იორკის აუქციონზე რეკორდულ ფასად, 10 მილიონ დოლარად გაიყიდა.

საათმა მოლოდინს საგრძნობლად გადააჭარბა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გასულ თვეში ის 1 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ფინანსური სირთულეების წინაშე მყოფი რეჟისორი სასწრაფოდ ეძებდა სახსრებს მას შემდეგ, რაც უახლეს ფილმში, "მეგალოპოლისში", მილიონობით დოლარი საკუთარი ჯიბიდან ჩადო, ფილმმა კი კინოგაქირავებაში კრახი განიცადა.

ეს უნიკალური საათი, F.P Journe FFC, ლეგენდარული რეჟისორისთვის მას შემდეგ შეიქმნა, რაც ის 2012 წელს კალიფორნიაში, ნაპას ველზე ღვინის ქარხანაში საათის შემქმნელს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორსა და მესაათეს შორის განხილვები და პროტოტიპის შექმნის პროცესი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. FFC ფრანსუა-პოლ ჟურნის პირველი და ერთადერთი საათია, რომლის იდეაც არა თავად მას, არამედ სხვას ეკუთვნოდა.

ჟურნმა შთაგონება ამბრუაზ პარისგან მიიღო - მე-16 საუკუნის დალაქ-ქირურგისგან, რომელიც თანამედროვე ქირურგიის მამად და კიდურების პროთეზირების ნოვატორად არის ცნობილი. მისი ხელის პროთეზი, მეტსახელად "Le Petit Lorrain", ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი იყო. ის რკინისა და ტყავისგან დამზადდა და ფარული კბილანებითა და ზამბარებით იყო აღჭურვილი, რაც თითებს მოძრაობისა და საგნების ჩაჭიდების საშუალებას აძლევდა - ისევე, როგორც მესაათეობაში.

ფსონების თერთმეტწუთიანი ბრძოლის შემდეგ, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მაჯის საათი ანონიმურ მყიდველზე გაიყიდა. ეს გაყიდვა მსოფლიო აუქციონის ახალი რეკორდია როგორც F.P.Journe-ის, ასევე დამოუკიდებელი მესაათის მიერ შექმნილი საათისთვის. ეს შედეგი ასევე წარმოადგენს აშშ-ის აუქციონზე გაყიდული საათის უმაღლეს ფასს მას შემდეგ, რაც 2017 წელს Phillips-მა პოლ ნიუმენის Rolex "Paul Newman" Daytona გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები