მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოსმან თურანი: ინვესტორთა საბჭოს სხდომა ძალიან ნაყოფიერი იყო

5e381340d2034
ვიქტორია მღებრიშვილი
03.02.20 17:00
1445
ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან თურანის ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომას ნაყოფიერს უწოდებს.

მისი თქმით, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე, ზოგადად, ბიზნეს-გარემოზე იყო საუბარი და კონკრეტულ მიმართულებებს არ შეხებიან.

„ჩვენ წინა კვირას ვიმუშავეთ და  სამუშაო ჯგუფმა გამოგზავნა საკითხები, თემები, რაც დღეს განვიხილეთ. ფაქტობრივად, მთელი მინისტრთა კაბინეტი და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა საბჭოს სხდომას. ძალიან ნაყოფიერი იყო. ყველა საკითხი - არა, მაგრამ დეტალები გავიარეთ. აქ არ განიხილებოდა, თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობები, ზოგადად ბიზნესგარემოზე იყო საუბარი, მათ შორის ჩვენი მხრიდან აქცენტი ენერგეტიკაზე გაკეთდა და ამ მიმართულებით პოზიტიური გზავნილები იყო“, - განაცხადა ოსმან თურანმა.

რაც შეეხება გამოწვევებს, თურანმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ხარვეზები გამოყო.

„იყო შეფერხებები, მაგრამ შესაბამისმა სტრუქტურებმა თქვეს რომ, მათ მიიღეს ეს ინფორმაცია და შესაბამისად მოიქცევიან”, - აღნიშნა მან.

ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, თურქული ბიზნესისთვის გლობალურ-სტრატეგიული პრობლემა არ არსებობს. „არ არის ისეთი საკითხი, რომელიც შეიძლება მტკივნეული იყოს და ეხებოდეს ინვესტიციებს”, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები