მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოთახი მაცივრის მოწყობის გეგმა კიდევ ერთი წლით გადაგვედო" - "ტილისკვერი"

ტილისკვერი

ტყლაპების და ჩირების მწარმოებელი „ტილისკვერის“ დამფუძნებელი თამარ ქაჯაია ამბობს, რომ ოთახი - მაცივრის გაკეთების გეგმა კიდევ ერთი წლით გადაუვადდათ. ამის შესახებ საოჯახო ბიზნესის დამფუძნებელმა BM.GE-სთან ისაუბრა.

საქმე ისაა, რომ ბიზნესს რამდენიმე წლის წინ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დანადგარების შესაძენად განაცხადი ჰქონდა შეტანილი და გრანტიც მოიგო. შემდეგ ორი წელი საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. თუმცა ახლა, მეწარმე ამბობს, რომ თუ საგრანტო პროგრამების გამოცხადება სააგენტომ შეწყვიტა, მას ახალი პროექტის განხორციელება საბანკო სესხის საშუალებით მოუწევს.

„სიახლე არაფერი არ მაქვს, ერთსა და იმავე ადგილს ვტკეპნით. სავარაუდოდ, სესხის გაკეთება მომიწევს, რადგან საკუთარი ძალებით ოთახი - მაცივრის მოწყობას ვერ შევძლებ.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პირველ ეტაპზე დანადგარებისთვის გრანტი მოვიგე და დანადგარები შევიძინეთ. მას შემდეგ, ორი წელი არ მქონდა უფლება, რომ საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა მიმეღო. ახლა კი, შეწყდა საგრანტო პროგრამების გამოცხადება. ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია, რომ გრანტი გამოეცხადებინათ“, - ამბობს თამარ ქაჯაია.

რაც შეეხება გაყიდვებს, საოჯახო ბიზნესის „ტილისკვერის“ გაყიდვები წინა საახალწლო პერიოდში 30%-ით გაიზარდა. მათი ძირითადი მომხმარებლები ქართველები იყვნენ. რაც შეეხება 2025 წელს, მეწარმეს რაიმე პროგნოზი არ აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ხილის მარაგებს აკეთებს.

ინფორმაციისთვის, კომპანიატილისკვერიორხევში მდებარეობს და ის პანდემიის პერიოდში შეიქმნა. რაც შეეხება სახელს, თამარ ქაჯაიას განმარტებით, ის მეგრულად ტყლაპს ნიშნავს. კომპანიამ ორი წლის წინ, სააგენტოსაწარმოე საქართველოშისაგრანტო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და 30000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო. მოგებული გრანტით მანქანა დანადგარები შეიძინა და წარმოება გასულ წელს გააორმაგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები