მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოთარ დანელია-ანაკლიის პორტზე: პოლიტიკური დოზა ბიზნესისთვის კარგი არ არის

5c766919d1544
დათო ჯალაღონია
27.02.19 14:39
1036
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ოთარ დანელიას არ აქვს ინფორმაცია, ფერხდება თუ არა ანაკლიის პორტის პროექტი.

ასე უპასუხა დანელიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც „თიბისი ბანკისა“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსების შესაძლო შეფერხებას ეხებოდა.

„მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს იმასთან დაკავირებით, რომ ანაკლიის პორტს რაიმე ემუქრება ან ფერხდება. ძალიან დიდი ინტერესით ვუყურებ ამ პორტის განვითარებას, რადგან ეს გახლავთ სამეგრელოს ყველაზე მასშტაბური პროექტი და შედის თითოეული ჩვენთაგანის, განსაკუთრებით იმ ადამიანების ინტერესებში, რომლებიც სამეგრელოდან ვართ. მე პირადად არ მაქვს არანაირი ინფორამცია ამასთან დაკავშირებით, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მექნება რეაგირება.

ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ალბათ ამ თემასთან დაკავშირებით და ეს ყველას გვეხება. მე ხშირად მითქვამს, რომ საკმარისზე მაღალია პოლიტიკური დოზა ამ პროცესებში და ვფიქრობ, რომ ზოგადად, მაღალი პოლიტიკური დოზა ბიზნესისთვის კარგი არ არის, როგორც წესი, მათ შორის, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ თუ კონკრეტულად რომელიმე ინვესტორთან ვერ შედგა თავის დროზე მოლაპარაკება, ახლა ამ სარჩულით, რომ პოლიტიკურად რაღაც ზედოზირებული ჩართვებია, ამ მიზეზით გამართლდეს ის, რომ რომელიღაც ინვესტორი უარს ამბობს. ამიტომ ორი მხარე აქვს. სანამ ჩვენ შინაარსობრივად არ გავერკვევით, რთულია ამაზე შეფასების გაკეთება“, - განაცხადა დანელიამ.
შეგახსენებთ, როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა გადაცემაში - „საქმიანი დილა“ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები უახლოეს პერიოდში არ დასრულდა, შესაძლოა, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა ანაკლიის პორტის მშენებლობა არ დააფინანსონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები