მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ დანელია: არაკვალიფიციური მუშახელი დღეს ბიზნესისთვის ყველაზე პრობლემურია

ოთარ დანელია

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია ამბობს, რომ ბიზნესს ყველაზე მეტად კვალიფიციური კადრების დეფიციტი აწუხებს. ამის შესახებ დანელიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც აპარატის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, ამ პრობლემის მოგვარების მიზნით არაერთი პროგრამა ხორციელდება, მათ შორის პროფესიული გადამზადების ნაწილში, თუმცა მიმართვიანობა დაბალია.

„რაც შეეხება მიმდინარე საკითხებს, რაც ყველაზე პრობლემურია დღეს ბიზნესისთვის, პირველი არის არაკვალიფიციური მუშახელი. ანუ ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს დიდი მოთხოვნა კვალიფიციურ მუშახელზე, მეორე მხრივ, გვაქვს უმუშევრობის საკმაოდ მაღალი ინდექსი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრომ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა დანერგა, მათ შორის პროფესიული გადამზადების, მიმართვიანობა ისეთი აქტიური არაა, როგორსაც ვისურვებდით“,- ამბობს ბიზნესომბუდსმენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები