მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოთარ დანელია: ძლიერი სოფელი არის ძლიერი კონტრიბუტორი სახელმწიფოს ეკონომიკაში

574853a3d5da4
BM.GE
27.05.16 18:02
1460
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ფორუმში "გაუზიარე გამოცდილება საქართველოს" მონაწილეობა მიიღო და ფორუმის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამები დეტალურად გააცნო.
 
ფორუმზე მინისტრმა ისაუბრა "ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების" (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ და ყურადღება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფოტოსანირატიის საკითხებზე გაამახვილა. ოთარ დანელიამ ყურადღება გაამახვილა ექსპორტის პოტენციალის მქონე პროდუქტებზე და ფორუმის მონაწილეებს ქართული ღვინის, თხილის და მოცვის ექსპორტის მზარდი დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების და მელიორაციის კუთხით მიმდინარე ღონისძიებებზე ესაუბრა.

"ძლიერი სოფელი არის ძლიერი კონტრიბუტორი სახელმწიფოს ეკონომიკაში. ჩვენ გვაქვს ბევრი გამოწვევები, მაგრამ ჩვენ დარგის განვითარებას ვუდგებით კომპლექსურად და კონკრეტული პოზიტიური შედეგებიც უკვე გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგი რეგიონში ყველაზე სწაფად მზარდია", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები