მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ოთარ კახიძე: ხომ არ აქვს ადგილი ორკესტრირებულ შეტევას ანაკლიის პორტის პროექტის წინააღმდეგ?

5c6d3425f080e
დათო ჯალაღონია
20.02.19 15:05
950
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშნებლობის გაჭიანურების მიზეზებით დაინტერესდა.

შესაბამისი კითხვით დეპუტატმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მიმართა.

„ბევრი კითხვა გაჩნდა საზოგადოებაში, ხომ არ აქვს ადგილი ორკესტრირებულ შეტევას ანაკლიის პორტის პროექტის წინააღმდეგ. მე მინდა რამდენიმე საკითხი გამოვყო. პირველი, ეს არის თქვენ მიერ ასათვისებელი თანხა. დაგეგმილი იყო ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა, წლიური გეგმით 11 მლიონი ლარი. გასული წლის მდგომარეობით, 12 თვის ათვისების მაჩვენებელი არის 0%, რა არის ამის მიზეზი?!“, - მიმართა კითხვით კახიძემ ცქიტიშვილს.

გარდა ამისა, დეპუტატი რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილი სამუშაოების გრაფიკით და გაჭიანურების მიზეზებით დაინტერესდა.

„ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ ანაკლიის პორტის წარმატებით ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის დროულად დასრულება, ასევე სარკინიგზო კვანძების დროულად გაყვანა, რათა ტვირთბრუნვა გაიზარდოს და ჩვენ გვქონდეს საშუალება, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მეშვეობით მიღებული ტვირთები გავიდეს შემდგომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში. ამ კუთხით რა მდგომარეობა გვაქვს, რატომ ჭიანურდება და არ ხდება აღნიშნული პროექტების განხორციელება?! წლებია უკვე აღნიშნულ პროექტებზე მიდის საუბარი და სულ გვესმის გადადება და გადაწევა“, - განაცხადა ოთო კახიძემ.

პარლამენტში ახალი ფორმატის – „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც დეპუტატები კითხვების დასმას დაასრულებენ, მინისტრი მათ პასუხს გასცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები