გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი პოზიცია თბილისის მე-9 საარჩევნო ოლქში გააკეთა. მინისტრის განცხადებით, მან ქვეყნის მშვიდობიან წინსვლას მისცა ხმა.
„დღეს ქვეყანაში მნიშვნელოვანი არჩევნებია. დღეს გაკეთებული სწორი არჩევანი ნიშნავს ამ ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ, ევროპულ მომავალს. ვფიქრობ, რომ სწორად ასეთ არჩევანს გააკეთებს ჩვენი ხალხი და საქართველო აუცილებლად გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.