მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთარ შამუგია „პეპსიკო საქართველოს" წარმომადგენლებს შეხვდა

646ef9b40f11f
BM.GE
25.05.23 10:11
592
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კომპანიის „პეპსიკო საქართველო“ მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოთარ შამუგიამ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ქვეყანაში ინვესტირების ხელსაყრელი გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ყველა ხელშემწყობი პირობა არსებობს. სახელმწიფო აქტიურად მუშაობს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მაქვს ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის მოლოდინი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველო საინტერესოა სოფლის მეურნეობის განვითარების პოტენციალის თვალსაზრისით, რაც ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „პეპსიკო" კვებისა და სასმელების სფეროში წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები