მწერალი, ოტია იოსელიანის ნაწარმოებები იაპონიაში გაიყიდება. ამის შესახებ BM.GE-სთან მწერლის შვილიშვილმა და "ოტიას ეზოს" დამფუძნებელმა, ოტია იოსელიანმა განაცხადა.მისი ინფორმაციით, მწერლის შემოქმედებით იაპონური მხარეა დაინტერესებული და ნაწარმოებების თარგმანსა და მის დაბეჭდვაზე სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს.
ნაწარმოებები საქართველოში ითარგმნება, ხოლო მისი ელექტრონული ვერსია იაპონიაში გაიგზავნება, სადაც მისი დაბეჭდვა და რეალიზაცია მოხდება. ამასთან, ნაწარმოები იაპონურ Amazon-ზეც განთავსდება და მომხმარებელს შეეძლება მწერლის ნაწარმოები ონლაინაც შეიძინოს,“- აცხადებს იოსელიანი.
მისივე ცნობით, პირველ ეტაპზე, „დაჩის ზღაპრების“ თარგმნა მიმდინარეობს და იქიდან გამომდინარე, თუ როგორ იმუშავებს პროექტი, იაპონური სხვა ნაწარმოებების თარგმანსაც გეგმავს.
ინფორმაციისთვის, ქართველი მწერლის სახლ-მუზეუმი "ოტიას ეზო" წყალტუბოში 2015 წელს მისი ოჯახის წევრების მიერ დაფუძნდა და აგროტურისტულ საქმიანობას ეწევა.