მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოთხმა სახელმწიფო კლინიკამ საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა - ჯანდაცვის სამინისტრო

საწოლი

ოთხმა სახელმწიფო კლინიკამ KTQ-ს საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა შემდეგ კლინიკებს:

  1. თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს;
  2. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრს;
  3. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს;
  4. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს.

სამინისტრო წერს, რომ სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კლინიკების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მოიპოვა. იმის გათვალისწინებით, რომ დაწესებულების გარკვეული ნაწილი, ვერ ახერხებს ვალდებულებების ვადებში, სრულად, შესრულებას, მოქალაქეებისთვის გადაუდებელ სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიული ან პროფილური ხელმისაწვდომობის უწყვეტობის მიზნით, მათ საშეღავათო პერიოდი მიეცათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები