მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნება" არა მხოლოდ პრორუსული ხელისუფლებაა, არამედ ექსტრემისტული პოლიტიკური ჯგუფია" - ინტერვიუ

უჩა ნანუაშვილი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელ უჩა ნანუაშვილის შეფასებით, „საქართველოში წერტილი უნდა დაესვას რუსულ გავლენებს და რუსეთის არსებობას“.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური კურსი და რეპრესიული კანონები შეაფასა.

„ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენთან რაც ხდება, ზუსტად იგივე პროცესები მოხდა რუსეთში, ოღონდ იქ პროცესი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩვენთან კი, „ოცნებამ“ ბოლო ერთ წელიწადში მიიღო „რუსული კანონი“, „ოფშორების კანონი“ ანტი ლგბტ კანონი და ა.შ. ასევე, შეზღუდეს შეკრების და გამოხატვის უფლება და ძალიან მკაცრი სანქციები დააწესეს დარღვევებისთვის... პრაქტიკულად, ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა საქართველო ხდება რუსული სამყაროს ნაწილი, რაც ნიშნავს არა მხოლოდ რუსულ ენაზე საუბარს, არამედ უნდა იყოს ისეთი კანონმდებლობა და ისეთი წესები, რაც რუსეთშია“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ყოფილი სახალხო დამცველის შეფასებითვე, „ქართულ ოცნებას“ მედია და სამოქალაქო საზოგადოება ყველაზე მეტად უფრთხობს ძილს და სწორედ ამით აიხსნება სხვადასხვა შემზღუდავი კანონპროექტის დააანონსება.

- მეჩვენება, რომ ბოლო წლების განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფერზე თითის გაშვერა ხდება სამოქალაქო სექტორზე, მედიასა და ოპოზიციაზე და ეს არაა შემთხვევითი. მიზანია, საქართველოში რუსული გავლენების გაზრდა...

- „ქართული ოცნების“ სახით საქართველოს დღეს რუსული ხელისუფლება ჰყავს?

- „ოცნების“ მიზანი ყოველთვის იყო, ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნა და ძალაუფლების შენარჩუნება. შესაბამისად, მათ როგორც კი დაინახეს, რომ ეს არ გამოსდიოდათ და დასავლეთის ცივილიზაციის ნაწილად ყოფნა გარკვეულ თამაშის წესებზე წასვლას მოასწავებდა... მაგალითად, შეიძლება, ერთ დღესაც ვერ გაემარჯვათ არჩევნებში, საბოლოოდ, გამოამჟღავნეს საკუთარი თავი. დღეს „ქართული ოცნება“ არის არა მხოლოდ პრორუსული ხელისუფლება, არამედ ექსტრემისტული პოლიტიკური ჯგუფი; სწორედ ეს არის პრობლემა, როდესაც სახელმწიფოს მართავს ჯგუფი, რომელიც არ ეფუძნება ხალხის მხარდაჭერას - მოსახლეობის 80% არის მომხრე ევროინტეგრაციის და ქვეყანას კი მართავს მცირე ადამიანების ჯგუფი, რომელსაც აბსოლუტურად სხვა ღირებულებები და მისწრაფებები გააჩნია. ეს იცის „ქართულმა ოცნებამ“ და ამიტომ ცდილობს პროტესტის ჩაკვლას.

- რას უნდა დაესვას საქართველოში წერტილი?

- რუსულ გავლენებს და რუსეთის არსებობას საქართველოში...

- „ოცნების“ სახით?

- რა თქმა უნდა და არა მხოლოდ... საქართველო იქ უნდა დაბრუნდეს, სადაც მისი ერთადერთი და ღირსეული ადგილია - [ევროპულ ოჯახში].

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები