მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნება" სუროგაციის აკრძალვას კიდევ ერთხელ გეგმავს - გავლენა სექტორზე

"ქართული ოცნება“ საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვას და ინვიტრო განაყოფიერების მკაცრად შეზღუდვას გეგმავს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას განცხადებით, კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში შევა, მანამდე კი მმართველ გუნდს აქტიური კომუნიკაცია აქვს საპატრიარქოსთან.

ცვლილებების მიხედვით, სუროგაცია საქართველოში ყველასთვის - როგორც უცხოელებისთვის, ისე ადგილობრივთათვის აიკრძალება.

რაც შეეხება ინვიტრო განაყოფიერებას, სერვისი ქვეყანაში რჩება, თუმცა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ხელისუფლება გადაწყვეტილებას ტრეფიკინგისა და ქალთა ექსპლუატაციის რისკებით ხსნის. უმრავლესობის ლიდერის მტკიცებით, ქვეყანაში სუროგაციით მოსარგებლეთა 98% უცხოელია, სახელმწიფოს კი ნული კონტროლი აქვს იმაზე, თუ რა ბედი ეწევათ საქართველოდან გაყვანილ ბავშვებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქართველი პაციენტების დარჩენილი 2% ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდება.

შეგახსენებთ, ხელისუფლებას სუროგაციის შეზღუდვის მცდელობა 2023 წელსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ აკრძალვა მხოლოდ უცხოელებს ეხებოდა. საბოლოოდ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერდა. 2024 წლიდან მთავრობამ სუროგატი დედების მშობიარობის სახელმწიფო დაფინანსებაც გააუქმა.

რას ფიქრობენ ინიციატივაზე სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები?

სტუმარი: ნინო მუსერიძე - ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის (GGRC) დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები