პარლამენტში რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, პარალელურად კი საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია არა რუსულ კანონს იმართება. პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დღეს 12 საათზე დაიწყო. რომლის დასრულების შემდეგ ჯერ კენჭს უყრიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, მისი ჩაგდების შემთხვევაში კი სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტისთვის კიდევ ერთ კენჭისყრაზე ხმის მიცემაა საჭირო იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს. ქართული ოცნების დეპუტატები კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აანონსებენ.