მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნებამ" NGO-ების ბიუჯეტიდან დაფინანსების მიზნით, ახალი სსიპ-ის შესაქმნელად კანონი დაამტკიცა

პარლამენტი

ერთპარტიულმა პარლამენტმა გრანტების კანონში ცვლილებები III მოსმენით მიიღო. ცვლილების თანახმად, მარტიდან შეიქმნება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო.

სააგენტოს მიზანი იქნება საქართველოს ბიუჯეტით საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, "რომელთა საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან". ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის უფლება ექნება. ახალ სსიპ-ში დაახლოებით 10 პირი დასაქმდება.

სააგენტო განაცხადების მიღებას მარტიდან დაიწყებს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლევანდელი ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება.

ცნობისთვის, გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები