„რუსული კანონი“ დღის წესრიგში დაბრუნდა. გასულ წელს მასობრივი პროტესტის ფონზე ჩაგდებული კანონპროექტი უკვე პარლამენტშია, თითქმის უცვლელი სახით. ტერმინი "უცხოური ძალის აგენტი" ჩანაცვლებულია სიტყვებით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი" - ამ სტატუსს კი მიიღებს ნებისმიერი იურიდიული პირი რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ასეთი სტატუსის მქონე პირთა შემოწმება შეეძლება იუსტიციის სამინისტროს იმ შემთხვევაშიც კი, თუ წერილობითი განცხადებას მიიღებს სადაც კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული სათანადო მინიშნება იქნება.