„ოცნებამ“ წალენჯიხაში ხმათა უმრავლესობა ვერ მიიღო.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხაში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48.052% (6956 ხმა) მიიღო.
სხვა პარტიების შედეგები კი ასე გამოიყურება:
• “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ —17.118% (2478 ხმა)
• „გახარია საქართველოსთვის“ — 12.213% (1768 ხმა)
• კოალიცია “ცვლილებისთვის” —10.134% (1467 ხმა)
• „ძლიერი საქართველო“ — 7.834% (1134 ხმა).
ცესკოს ვებგვერდის თანახმად, ამ დროისთვის დათვლილია 3085 უბნის შედეგები, რაც მთლიანი ხმების 99.16%-ია. წინასწარი შედეგებით, 5%-იან ბარიერს ლახავენ:
- „ქართული ოცნება“ - 54.27%;
- 2. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ - გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 10.80%;
- 3. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10.09%;
- 4. ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის! - 8.75%;
- 5. გახარია საქართველოსთვის - 7.75%.