ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეს თქმით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნები არ მოუგია.
მან თქვა, რომ აუცილებელია საერთაშორისო გამოძიება.
"კორუმპირებული ოლიგარქიული ძალები კრემლის დახმარებით თითქმის ყველგან ცდილობენ ძალაუფლების მოპოვებას პოსტ-საბჭოურ სივრცეში - რამდენიმე წლის წინ მოხდა უკრაინაში, მოლდოვაში და ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველო არაა გამონაკლისი.
ევროკავშირში ნათლად უნდა ვთქვათ, რომ არჩევნები არ იყო დემოკრატიული. ვერ ვაღიარებთ. "ოცნებას" არ მოუგია. უნდა მოვუწოდოთ, საერთაშორისო გამოძიებისკენ. კანდიდატის სტატუსი გაყინულია და ასეც დარჩება. თავიდან უნდა შევაფასოთ, არის თუ არა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ვიზალიბერალიზაცია. ამას მწუხარებით ვამბობთ.
ევროკავშირის წევრობა არ შეესაბამება ოლიგარქიულ სისტემას. უფრო ნათლად რომ ვთქვა, ეს მხოლოდ შესაძლებელია ქვეყნის დებიძინიზაციის შემდეგ", - განაცხადა რასა იუკნევიჩიანესმა და დასძინა, რომ ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს.