მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოცნებასთან" დაკავშირებულმა 22-მა ონლაინმედიამ ბიუჯეტიდან ₾4.3 მლნ-მდე მიიღო - ISFED

რეგულირება

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ონლაინ მედიის ქსელი მინიმუმ 25 საინფორმაციო სააგენტოს მოიცავს, რომლებიც პარტიასთან პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული. ორგანიზებული ფინანსური მხარდაჭერა სააგენტოებს ორი არხით მიეწოდება: პარტიის პირდაპირი დაფინანსებითა და სახელმწიფო საბიუჯეტით - ამის შესახებ ISFED კვლევას აქვეყნებს.

„ქართული ოცნების“ ონლაინ მედიის ეკოსისტემის ფინანსური წყაროები

ანტიკორუფციული ბიუროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2019–2025 წლებში „ქართულმა ოცნებამ“ 22 კომპანიას ჯამში 1.5 მლნ ლარზე მეტი გადაუხადა. ბოლო ორი წლის განმავლობაში თანხების გადახდა თითქმის ყოველთვიურად ხდებოდა, რაც გრძელვადიან, სტაბილურ თანამშრომლობას უჩვენებს.

„სამართლიანი არჩევნების" თანახმად

„ეს მედიები სისტემატურად იღებენ ორგანიზებულ ფინანსურ მხარდაჭერას ორი პარალელური არხით: „ქართული ოცნების“ პირდაპირი რეგულარული დაფინანსებითა და სახელმწიფოს საბიუჯეტო რესურსებით.„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ონლაინმედიები საბიუჯეტო შემოსავლებს ძირითადად გამარტივებული შესყიდვების გზით იღებდნენ.2019-2025 წლებში ამ ტიპის კონტრაქტების საერთო რაოდენობამ 1,159 შეადგინა, ხოლო მათი ჯამური ღირებულება 4.3 მილიონამდე ლარს გაუტოლდა.ამ კომპანიების/ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო უწყებებთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების მიხედვით, დაფინანსების ძირითად წყაროს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა (46%) და სახელმწიფო ბიუჯეტები (33%) წარმოადგენდა.დაფინანსებული მედიების სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია მმართველი პარტიის ნარატივებთან.

ისინი ტირაჟირებენ „ქართული ოცნების“ გზავნილებს, ამზადებენ ან ავრცელებენ პროპაგანდისტულ კონრენტს, ხოლო ზოგ შემთხვევაში ორგანიზებულად მონაწილეობენ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში.დამოუკიდებელი ონლაინმედიის შეზღუდვის პირობებში ლოიალური მედიების დაფინანსების თანმიმდევრული სქემის გამოყენება მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი დამოუკიდებელი ონლაინმედიის პოლიტიკური გაერთიანების მიერ კონტროლირებული სააგენტოებით ჩანაცვლებაა" - წერია კვლევაში.

პარტიისგან ყველაზე დიდი შემოსავალი 222,612 ლარი – შპს „პრაიმ თაიმმა“ მიიღო. დაფინანსებულმა სააგენტოებმა ძირითადად სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების საშუალებით მიიღეს რესურსები. 2019–2025 წლებში ამ ტიპის კონტრაქტების რაოდენობამ 1,159 შეადგინა, ჯამურმა ღირებულება კი 4.3 მლნ ლარს მიაღწია.

კვლევის მიხევით, ასევე საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჰაბმა“ სახელმწიფო ტენდერებში აქტიურად მიიღო მონაწილეობა. 2025 წლის 18 სექტემბრის მონაცემებით, კომპანიამ 32 ტენდერი მოიგო, საერთო ღირებულებით 2.6 მლნ ლარი.

კვლევა ასახავს, რომ დაფინანსებული მედია თანმიმდევრულად ავრცელებს „ქართული ოცნების“ გზავნილებს, მონაწილეობს ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიებში და იყენებს პოლიტიკურ რეკლამას. მაგალითად, ნიუსჰაბის ფეისბუქგვერდზე 2020–2025 წლებში 1,721 პოლიტიკური რეკლამა განთავსდა, 25.4 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულებით.

კვლევის მიხედვით, ლოიალური მედიის დაფინანსების სქემა წარმოადგენს ხელისუფლების მიზანს, დამოუკიდებელი ონლაინ მედიის ჩანაცვლებას პარტიასთან დაკავშირებული სააგენტოებით.

აქ არის შენი მონაცემები ორგანიზებული ცხრილის ფორმატში BM.GE სტილის სისუფთავით:

# მედია ვებსაიტი ბრენდი მფლობელი / კომპანია მმართველი პირი დირექტორი / რედაქტორი
1 ბიზნესპარტნიორი business-partner.ge ბიზნესპარტნიორი შპს ბიზნეს მედია კორპორაცია ლევან ბეგლარიშვილი ლევან ბეგლარიშვილი
2 Business Insider Georgia businessinsider.ge Business Insider Georgia შპს მედია ჯგუფი ინსაიდერი-საქართველო გიორგი აბაშიშვილი გიორგი აბაშიშვილი
3 მხარე mkhare.ge მხარე • mkhare.ge ი/მ დიანა ლიპარტელიანი; შპს მხარე დიანა ლიპარტელიანი დიანა ლიპარტელიანი
4 იქს-ნიუსი xnews.ge Xnews.ge ა.ა.ი.პ. საინფორმაციო სააგენტო "იქს-ნიუსი" - ნინო ჯღარკავა, მირიან ყარაულაშვილი
5 Ongo.ge ongo.ge Ongo შპს ონგოუ ქეთევან ხატიაშვილი ქეთევან ხატიაშვილი
6 ფოსტალიონი infopostalioni.com InfoPostalioni.com შპს პოსტალიონი ნელი ვარდიაშვილი - 50%, ნუცა დუჩიძე - 50% ნელი ვარდიაშვილი, ნუცა დუჩიძე
7 საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი „კვირა“ kvira.ge მედია ჰოლდინგი "კვირა" შპს კვირა+ ქეთევან ხოსიტაშვილი ქეთევან ხოსიტაშვილი
8 რეგიონული კვირა region.kvira.ge რეგიონული კვირა - - -
9 Front News - საქართველო frontnews.ge Front News - საქართველო შპს Front News თამარი გულუა - 70%, გიორგი კრაწაშვილი - 30% თამარი გულუა
10 iPress.ge ipress.ge Ipress.ge შპს აირეგიონი (1); შპს თავისუფალი გაზეთი + (2) თამარ ლეფსვერიძე - 51%, დავით ნინიკაშვილი - 49% (1); თამარ ლეფსვერიძე (2) თამარ ლეფსვერიძე
11 iBusiness.ge ibusiness.ge iBusiness.ge - - -
12 iRegions.ge iregions.ge IRegions.ge - - -
13 iMtavroba.ge imtavroba.ge imtavroba.ge - - -
14 სივრცეები spnews.io Spnews • სააგენტო სივრცეები შპს მედია ჰოლდინგი სივრცეები ვალერიან გორგილაძე - 20%, ეკა ვეფხვაძე - 10%, შპს შერ - 70% (მესაკუთრე და დირექტორი - თამარ ჯოჯუა) ეკა ვეფხვაძე
15 პრაიმ თაიმი primetime.ge Prime Time • პრაიმ ტაიმი შპს პრაიმ თაიმი გიორგი ქუთათელაძე - 50%, თამარ ფხაკაძე - 50% გიორგი ქუთათელაძე
16 ექსპლუზივნიუსი exclusivenews.ge ექსპლუზივ ნიუსი შპს ექსკლუზივნიუსი 'EXCLUSIVE NEWS' დარეჯან ლიპარტელიანი დარეჯან ლიპარტელიანი
17 ნიუსპრესი newspress.ge NewsPress შპს ინფონიუსი ალექსანდრე ჩუბინიძე ალექსანდრე ჩუბინიძე
18 ლიდერი lideri.ge ინტერნეტგამოცემა ლიდერი შპს ლიდერი ექსპრეს-ინფო თორნიკე ზედელაშვილი გელა ზედელაშვილი
19 NSP.ge nsp.ge nsp.ge შპს ნსპ.გე ალექსანდრე ჩუბინიძე ალექსანდრე ჩუბინიძე
20 ნიუსჰაბი (ყოფილი Pia.ge) newshub.ge (pia.ge) Newshub.ge - ნიუსჰაბი შპს პირველი ილია მიქელაიშვილი ილია მიქელაიშვილი
21 რეპორტიორი reportiori.ge რეპორტიორი შპს ქართული აზრი გიორგი მამაცაშვილი გიორგი მამაცაშვილი (გენერალური დირექტორი)
22 ქართული აზრი qartuliazri.ge ქართული აზრი • Qartuliazri.ge - - -
23 For.ge for.ge For.ge - საინფორმაციო, ანალიტიკური პორტალი ა.ა.ი.პ. კავშირი პრესა - საქართველო - როზეტა ჯღამაია (თავმჯდომარე, გამგეობის წევრი), გიორგი იაკობაშვილი (გამგეობის წევრი), ბესარიონ გაბუნია (გამგეობის წევრი)
24 მარშალპრესი mpn.ge მარშალ პრესი შპს მარშალპრეს.ჯი ლუკა ანთიძე თამარ ბუტილი
25 რეზონანსი resonancedaily.com რეზონანსდეილი შპს გაზეთი რეზონანს პლუსი ზურაბ მაჭარაძე ზურაბ მაჭარაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები