მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების“ დეპუტატი ამბობს, რომ გუნდში გამოსახლების პრაქტიკაზე იმსჯელებენ

ბექა ოდიშარია
24.01.24 16:00
126

„ქართული ოცნების“ წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, გამოსახლების საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში იმსჯელებენ. მისი თქმით, საკითხზე სასაუბროდ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შეიკრიბებიან.

„ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა სასამართლოს კომპონენტი. რეფორმირდა ეს პროცესი და უფრო ჰუმანური გახდა. თუმცა, იმ პროცესიდან გამომდინარე, იმ მძიმე სურათიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის... რაც საჭიროა რა თქმა უნდა, ადაპტაციას გავუკეთებთ კანონმდებლობას და რეგულაციებს ამ პროცესთან მიმართებით.

ანა დოლიძე არ არის ჩემი ლიდერი და ის NGO-ები, რომლებიც ყოველთვის პედალირებენ და აქსელერაციას უკეთებენ ნეგატიურ მოვლენებს და ბავშვებს აღიზიანებენ, ადამიანის გრძნობებზე თამაშობენ, მათი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს… ჩემი ლიდერი არის ირაკლი კობახიძე. შევიკრიბებით მისი ხელმძღვანელობით პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად და ჩვენს კოლეგებთან ერთად და ვიმსჯელებთ საკითხზე“, – განაცხადა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ: აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა განახორციელა. მათ ბინაში მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ, ჯამში, 20 ადამიანი დააკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები