ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპარლამენტს საქართველოზე რეზოლუციების მიღების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნა პოლიტიკური ვენდეტაა.
"მზად ვართ ნებისმიერ პარტნიორთან თანამშრომლობისთვის, მათ შორის ევროპარლამენტთან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძვირფასია ის ურთიერთობები რაც ევროპარლამენტთან გვაქვს. ამავე დროს ჩვენი მოტივაციაა რომ ყველა ჩვენს პარტნიორთან ურთიერთობა ეფუძნებოდეს არა ცარიელ პოლიტიკურ განცხადებებს, არამედ ურთიერთპატივისცემას. ბოლო პერიოდში რეზოლუცია-რეზოლუციაზე იყო. ამ დოკუმენტებში საუბარია სააკაშვილის პატიმრობიდან უკანონო გათავისუფლებაზე, ასევე საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებენ რუსეთთან ორმხრივი სანქციების დაწესდეს, რაც ფაქტობრივად მოსახლეობის გაწირვას ეკონომიკური კოლაფსისთვის. ის დოკუმენტი, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილის თუ სხვა პოლიტიკური ლიდერებისთვის პირადი ვენდეტის განხორციელებაზე არ ვიცი რამდენად სერიოზულად უნდა შევაფასო", - ამბობს მახაშვილი.
2024 წლის ოქტომბერში ევროპარლამენტმა ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც ევროკომისიას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმებისკენ, წევრ სახელმწიფოებს კი ბიძინა ივანიშვილის დაუყოვნებლივი სანქცირებისკენ მოუწოდებს.