მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გერმანია საქართველოსთან ახალ პროექტებს აღარ განახორციელებს - განცხადება

სვენია შულცი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის სვენია შულცის განცხადებით, „ ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გერმანია საქართველოსთან ახალ პროექტებს აღარ განახორციელებს. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებას საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ავრცელებს.

„ამ [ოცნების] ხელისუფლების პირობებში, განვითარების დარგში თანამშრომლობის იმპლემენტაცია აღარა არის შესაძლებელი. საქართველოსთან ყველანაირი თანამშრომლობა გადახედვის რეჟიმშია.

ახალი პროექტები აღარ განხორციელდება, სასესხო შეთანხმებები არ გაფორმდება. შეიძლება, გადავდგათ დამატებითი ნაბიჯებიც ევროკავშირთან და პარტნიორებთან კოორდინაციაში“, – აცხადებს სვენია შულცი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები